პროდუქტი
ტურნიკეტი/ლახტი
სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენის შეჩერებისთვის შექმნილი საშუალება, რომლის გამოყენება შეუძლია არა მხოლოდ პროფესიონალს, არამედ ნებისმიერ ადამიანს. წარმოადგენს პირველადი დახმარების ნაკრების აუცილებელ ნაწილს, ის შეიძლება დაგვჭირდეს ლაშქრობისას, თევზაობისას, ნადირობისას ან სამხედრო მანიპულაციების განხორციელებისას. ადვილია გასაწმენდად და შესაძლებელია ხელახლა გამოყენება. მაღალი ხარისხის, კომპაქტური. აჩერებს როგორც არტერიულ, ისე ვენურ სისხლდენას. ეს არის სწორედ ის აღჭურვილობა, რომელიც გვაძლევს მწვავე სისხლდენის გაკონტროლების საშუალებას გადაუდებელ სიტუაციებში, გვეხმარება თავი ავარიდოთ უფრო დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვას და შესაბამისად დავასტაბილუროთ დაზარალებულის მდგომარეობა. ნუ დააყენებთ საკუთარ ან სხვის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ, შეუკვეთეთ და შეხვდით ექსტრემალური სიტუაციების თანხმლებ მოვლენებს მომზადებული.
*თბილისის ფარგლებში უფასო მიტანის სერვისით სარგებლობისთვის შეკვეთის ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს მინიმუმ 50 ლარს.