US Flag დაგვიკავშირდით: +995 597 971 971   ან მოგვწერეთ: g.mercuryplus@gmail.com
US Flag დაგვიკავშირდით: +995 597 971 971   ან მოგვწერეთ: g.mercuryplus@gmail.com

შეაჩერებს თუ არა სითბო Covid-19-ის გავრცელებას

Uncategorized

გამოზაფხულებასთან ერთად სულ უფრო აქტუალური ხდება საკითხი – იქონიებს თუ არა გავლენას თბილი და ნოტიო ჰაერი კორონავირუსის გავრცელებაზე.

ზოგადად, ამ მოსაზრების არსებობის საფუძველი ე.წ. სეზონურ  ვირუსებზე (მაგ., გრიპის ვირუსი) დაკვირვებაა. სეზონური ვირუსები გავრცელებას შემოდგომაზე იწყებს, ზამთარში პიკს აღწევს, ხოლო გაზაფხულზე და ზაფხულში ქრება.

სეზონური ვირუსების გავრცელებისათვის ყველაზე  ხელსაყრელი დროა შემოდგომისა და ზამთრის ამინდები. კერძოდ, დაბალი ტემპერატურისა და მშრალი ჰაერის პირობებში ვირუსი უფრო დიდ ხანს ცოცხლობს. ამას ემატება ისიც, რომ ზამთრის თვეებში ხშირად არ ნიავდება შენობები,  ადამიანის ორგანიზმში ნაკლებია D ვიტამინი, რომელიც ეხმარება იმუნურ სისტემას ებრძოლოს ვისუსებს.

ბოლო კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჰაერის ტემპერატურა, სითბო და სინოტივე ვერ შეაჩერებს, ვერ აღმოფხვრის COVID-19-ის გავრცელებას.

საბოლოო დასკვნის გაკეთების საფუძველი ვერ იქნება ფაქტი, რომ კორონავირუსის გავრცელების ძირითადი ტერიტორია ის ქვეყნები იყო, რომლებშიც შედარებით დაბალი ტემპერატურაა (3-17°C გრადუსი ცელსიუსი), ხოლო იმ ტერიროტიებზე, სადაც შედარებით მაღალი ტემპერატურა და ნოტიო ჰაერია ვირუსი შედარებით ნელა, მაგრამ მაინც ვრცელდებოდა.

თბილი კლიმატია  ავსტრალიასა და ირანში, მაგრამ დღეის მდგომარეობით ვირუსი მაინც სწრაფად ვრცელდება. ასევე კორონა ვირუსის ნაირსახეობებს, SARS-CoV-სა და MERS-CoV-ს, არ გამოუვლენია სეზონური ვირუსებისათვის დამახასიათებელი ნიშნები. ზემოხსენებული და სხვა გარემოებებიც მოწმობს, რომ COVID-19-ის პანდემია არ მოქმედებს ისე, როგორც სეზონური ვირუსი და ჯერ კიდევ ბევრი არის შესასწავლი.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაც მოიცავს  გაფრთხილებას, რომ სითბო და მაღალი ტემპერატურა  არ იცავს ადამიანს კორონავირუსისგან.

კორონავირუსისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება კვლავაც  საპნით ხელის ხშირად დაბანა ან ალკოჰოლის შემცველი ხსნარით დამუშავება და სოციალური დისტანციის დაცვა მიიჩნევა.

ამ საკითხის შესახებ მეტი ინფორმაციის გასაგებად იხ. ბმული:

https://www.forbes.com/sites/daviddisalvo/2020/04/13/why-we-cant-trust-warm-weather-to-stop-coronavirus/#70ca706f2143

https://www.health.harvard.edu/diseases-and-conditions/covid-19-basics

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/advice-for-public/myth-busters

https://www.npr.org/sections/goatsandsoda/2020/04/09/830297538/scientists-try-to-figure-out-if-summer-will-slow-the-spread-of-covid-19

Post a comment