US Flag დაგვიკავშირდით: +995 597 971 971   ან მოგვწერეთ: g.mercuryplus@gmail.com
US Flag დაგვიკავშირდით: +995 597 971 971   ან მოგვწერეთ: g.mercuryplus@gmail.com

ინტუბაცია

Uncategorized

არსებობს გეგმიური და სწრაფი ინტუბაციის ჩვენება:

 სასუნთქი გზების გამავლობის აღდგენა

 სასუნთქი გზების სანაცია

 ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აუცილებლობა მოწყობილობები: ჟანგბადი, ელექტროამომწოვი, კათეტერი პირის ღრუს სანაციისათვის, კათეტერი ტრაქეის სანაციისათვის, ამბუს პარკი, ლარინგოსკოპი (შემოწმებული ელემენტებით და ნათურით) სხვადასხვა ფორმის და ზომის პირებით; სახის ნიღაბი, სამი ენდოტრაქეალური მილი (ასაკის შესაბამისი, ერთი ზომით დიდი და ერთი ზომით მცირე), სტილეტი, ოროფარინგიალური ჰაერგამტარი, კარდიო-რესპირატორული მონიტორი და პულსოქსიმეტრი, ფონენდოსკოპი, ლეიკოპლასტრირი და მშრალი დოლბანდი ფიქსაციისათვის, შპრიცი, სტერილური და არასტერილური ხელთათმანი მედიკამენტები:

 ანტიქოლინერგული (ატროპინი)

 პრეპარატები, რომლებსაც აქვთ სედაციური ეფექტი  მიორელაქსანტები  ლუბრიკანტი

 ადგილობრივი ანესთეტიკები მეთოდიკა: პაციენტი თავსდება სათანადო პოზიციაში, პირის, ხახის და ტრაქეის ღერძები ერთმანეთის მიმართ სწორად უნდა იყოს განლაგებული, მოზრდილებისაგან განსხვავებით ბავშვებში მხრების ქვეშ არაფერი არ თავსდება. ორალური სეკრეციის შესამცირებლად, ბრადიკარდიის პროფილაქტიკისათვის ი.ვ. კეთდება ატროპინი ინტუბაციის წინ ტარდება ჰიპერვენტილაცია 100% ჟანგბადით ჰიპოქსიის თავიდან ასაცილებლად, 2-3 წუთის განმავლობაში თუ გეგმიური ინტუბაცია შენახული ცნობიერების, სპონტანური სუნთქვის ფონზე კეთდება, საჭიროა პრემედიკაცია სედაციისათვის საჭირო პრეპარატებით და მიორელაქსანტებით ი.ვ. პირი იხსნება მაკრატლის წესით ხდება პირის ღრუს სანაცია თუ ინტუბაცია კეთდება სწორპირიანი ლარინგოსკოპით, პირის წვერით იწევა ხორხსარქველი ზემოთ და ხდება იოგების ვიზუალიზაცია, ხოლო მოხრილპირიანის შემთხვევაში _ პირის წვერი თავსდება ვალიკულაში და ენა იწევა ზევით ლარინგოსკოპი მარცხენა ხელშია, მისი პირი თავსდება პირის ღრუს მარჯვენა ნახევარში და ენა იწევა მარცხნივ. პირის ღრუს მარჯვენა ნაწილში იქმნება არხი ენდოტრაქეალური მილისთვის. მილი არ უნდა გაყვეს ლარინგოსკოპის პირის ღარს, ამ დროს ექიმი ვერ აკონტროლებს მილის მდებარეობას. ლარინგოსკოპის მოძრაობა ზემოთ უნდა განხორციელდეს მხოლოდ ლარინგოსკოპის ტარის ღერძის მიმართულებით. მილი ამოზნექილი ზედაპირით ენისკენ ჩადის პირში, როდესაც გასცდება მაგარ სასას, შემობრუნდება 180◦-ით. ჩადგმის შემდეგ იბერება მილის მანჟეტი, ხდება ჩაბერვა ამბუს პარკით, მილის პოზიციის შეცვლა ხდება მხოლოდ მანჟეტის დაჩუტვის ფონზე.

 საინტუბაციო მილიდან კათეტერით სანაცია

 მილის ფიქსაცია

 რენტგენოლოგიური კონტროლი ენდოტრაქეალური მილის სწორი მდებარეობის პირველადი დადასტურება:  გულმკერდის ორმხრივად სიმეტრიული ექსკურსია

 თანაბარი ბილატერალური სუნთქვითი ხმიანობა, რომელიც მოისმინება ფონენდოსკოპით აქსილარულ ხაზზე  ენდოტრაქეალური მილის დაორთქვლა  მუცლის ზედა ნაწილში სუნთქვითი ხმიანობის არარსებობა ენდოტრაქეალური მილის სწორი მდებარეობის მეორადი დადასტურება:

 ამოსუნთქულ ჰაერში ნახშრირორჟანგის დადასტურება (დეტექტორით)  ოქსიგენაციის შეფასება (სატურომეტრით)

 თუ წარმატებული ინტუბაცია ვერ განხორციელდა 30 წმ-ში, ხდება ჰიპერვენტილაცია და შემდეგ ინტუბაციის შემდგომი ცდა. გფრ-ს დროს ინტუბაციის დრო _ 10წმ.

 ნაზოტრაქეალური ინტუბაციის დროს _ სათანადო ზომის მილი ლუბრიკანტით დასველებული, ბრმად შეგვყავს ნესტოში ისე, რომ გრძელი პირი იყოს მიმართული ცხვირის ძგიდის მხარეს. გართულებები ოროტრაქეალური ინტუბაციის დროს:

 ხორხის და ტრაქეის დაზიანება

 კბილების დაზიანება

 ასპირაცია

 საინტუბაციო მილის ობსტრუქცია

 ერთი ფილტვის (ხშირია მარჯვენა) ინტუბაციის შემთხვევაში პნევმოთორაქსი ნაზოტრაქეალური ინტუბაციის დროს:

 ცხვირიდან სისხლდენა

 მილის საყლაპავში მოხვედრა

 სინუსიტი

 სეკრეტის დაგროვება

Post a comment